]b]ხოოო რამდენი ხანი აქ არ ვყოფილვარ.. რაღაც საშინელებაა ეს ზაფხული. ამინდებზე კი საერთოდ ვარ ჩუმათ. გუსინ მიწისძვრა იყო ამბობენ 4 ბალამდე მიაღწიაო.
სექტემბრის თვეში ახალ სამსახურში გადავდივარ(შეიზლება უფრო ადრეც). უკვე მოველაპარაკე უფროს
ჩემი დაქალის ყოფილმა ცოლი მოიყვანა... გოგო სოკშია, რადგან ცოლის მოყვანის მერე მოსული იყო მასთან და შერიგება უნდა... კიდევ კაი უარი სთქვა... ახლა გავიგეთ რომ ცოლი უკვე ჰყავდა სულ გამოყლევდნენ ეს ბიჭები...
ჩემსკენ არაფერი ისეთი არ ხდება გერმანიაში მივდივარ ორი კვირით ახლა)))))))))))ჭკუაზე არ ვარ..... [/b]
ამ წვიმის დედაც რა ნერვები აღარ მაქ ვერც გახვალ ვერ სად დებილივით ვზივარ სამსახურში და ნერვები მეშლება ან და რა კარგი დღე იყო....
ოპერაში უნდა გავიდე 7 საათზე. დღეს წესით საინტერესო საღამო უნდა იყოს.
თავი მტკივა საშინლად. გუშინ თ. დამირეკა, როგორც ყოველთვის პრობლემებით სავსეა. ვერ ვუგებ ხოლმე ამ გოგოს. რაც არ უნდა უთხრან მაინც არ ესმის არც ჩემი არც სხვისი. მაგაზეც მეშლება ნერვები.
არა რა საშინელი დღე მაქ. დილიდან ყველაფერი მე მემართება. ჯერ სამი ტრანსპოტრის შეცვლა მომიწია, მერე ნამცხავრი წამოვიღე გზაში ვიღაცამ ხელი მკრა ისე რომ დამივარდა პარკი და ჩემი ნამცხვარი ფაფას დაემსგავსა მერე მეტროპოლიტენში ვეჩხუბე ვიღაც გოიმ ქალს.... მივედი სამსახურში და მითხრეს, რომ დღეს მეორე ნახევრიდან ვმუშაობ რატომღაც....მოკლედ რა....
დღე იყო რთული, მაგრამ რაღაცით სასიამოვნო. რვაზე მოვედი სახლში და ისეთი დაღლილი ვიყავი, რომ ქალაქში ისევ ვეღარ გავედი დაქალების სანახავად. სამსახურშიც საგიჟეთია. დასვენება მინდა, მაგრამ სახლშიც ვერ ვჩერდები....
დღეს სტუმრობის დღე იყო. ნათესავი სტუმრად მომივიდა, მერე კლასელი. თან იმ დროს როდესაც წასასვლელი ვიყავი. ორი საათით გავჩერდი, მერე ბოდიში მოვუხადე და დავახვიე სახლიდან. მაგათ განწყობაზე ნამდვილად არ ვიყავი. ვნახე ყოფილი შეყვარებული, ჩემი დაიკო და გავედით გავიარეთ. კარგია, რომ გავედი და ცოტა ვიმხიარულე განწყობაზე მოვედი))))
თან მერე რუსთაველზე ყვავილი ფესვიანათ მოვპარეთ ახლა სახლში დავრგავ და გავახარებ))))))))
ხზზზზ....ხვალ სამსახური...ათასი საქმე მაქ....ხეხ....
მომეშალა ვიღაც მათხოვრის გამო ნერვები. ვერ ვიგებ რატომ ადამიანები არ ისვენებენ და ასე თავს გაბეზრებენ. იფიქრებ რომ ყევლაფერი კარგადაა, მაგრამ არა...მაინც უნდა რაღაც მოხდეს ისეთი ტაც გაგაცოფებს....